კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა- გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან – ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კოლეჯი „აისი“ მოინახულა.
მხარის გუბერნატორმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახლად რეაბილიტირებული კოლეჯი „აისი“-ს შენობა დაათვალიერეს და პედაგოგებს შეხვდნენ.
ქეთევან ნატრიაშვილი სასწავლებელში ახლად გახსნილი ფაკულტეტებით და სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა.
კოლეჯი “აისი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელი შრომის ტერიტორიაზე ყოფილი პროფტექნიკუმის ბაზაზე გასულ წელს გაიხსნა, მოძველებულ შენობას სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე სასწავლებელში ორი მიმართულებით მიმდინარეობს სწავლება. კოლეჯის პირველი ნაკადის სტუდენტები მეტყევის და გიდის სპეციალობებს ეუფლებიან. 22 აპრილს კი სრულდება მეორე ნაკადის სტუდენტების რეგისტრაცია. მიმდინარე წელს „აისი“-ს კოლეჯში 60- მდე სტუდენტი დაეუფლება პროფესიულ განათლებას.
ქეთევან ნატრიაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კოლეჯი „აისი“ მოინახულა
21/04/2018