ქედაში დაბის კეთილმოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება

14/11/2018

მდინარე აჭარისწყლისა და აკავრეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად, ქედაში ახლად დამატებული ტერიტორიების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მარცხენა სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა ,,ფარაონი და კომპანი” ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 000 ლარამდე იხარჯება.
ბორდიულები, ფერადი ფილები, ველობილიკები, დეკორატიული განათებები, ფრიდონ ხალვაშის პარკში შემავალი საავტომობილო გზის მოასფალტება და ა.შ. – ეს ის სამუშაოებია, რომელიც დეკემბრის 15 -მდე დასრულდება.
სამუშაოები დღეს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად დაათვალიერეს. როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა აღნიშნეს, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და შესაძლოა პროექტი დროზე ადრეც დასრულდეს. თვითმმართველობა ახალი ტერიტორიის საინვესტიციო ლოკაციად ქცევას გეგმავს, რომელიც ტურისტებისთვის მორიგი მიმზიდველ კერა იქნება ქედაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0