წონიარისი-აბუქეთა-ნაომვალის საავტომობილო გზის 1 კილომეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დღეს, აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემ ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად დაათვალიერა. აბუქეთის მაცხოვრებლები ასფალტის საფარიანი გზით პირველად ისარგებლებენ, რისთვისაც დეპარტამენტმა 289 423 ლარი გამოყო. უწყებების ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ, რომლებმაც გზის კეთილმოწყობისთვის მადლიერება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ სოფლის მაცხოვრებლებისთვის წარმოუდგენელი იყო დღემდე სოფლის გზის ასფალტით მოწყობა და თვლიან, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ აბუქეთას ტურისტებისთვის მიმზიდველს გახდის.
დღესვე მოინახულეს ვაიო-კვაშტის საავტომობილო გზის 2,500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაო პროცესი, რომლის ბიუჯეტი 683090 ლარს შეადგენს.
ქედაში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
23/06/2016