ქედაში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს

02/11/2016

ქედაში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი დაბაში 5 სმ, ხოლო მაღალ სოფლებში 20 სმ-მდე აღწევს.
მიუხედავად ინტენსიური თოვისა, უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. დღეს დილიდან, მობილიზებული იყო ტქნიკა და 5 მიმართულებით იწმინდებოდა საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მიმოსვლა ყველა მიმართულებით აღდგენილია. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ამ დრომდე ნაწილობრივ სოფელ ზუნდაგას და მერისის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელს. აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდანვე განახლდება.
მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0