აფხაზეთის სსიპ “ბიზნესინკუბატორში”, ქართულ–ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია “სინერჯი ცხრა” გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ინდოელი ინვესტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღესვე, სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი ფაბრიკის რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სხვა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, ჩაის და ჩაის პროდუქტების, დიაბეტური საკვების ნოუ–ჰაუ ტექნოლოგიების მიხედვით დამზადებული პროდუქტების დეგუსტაცია შედგა.
“ბიზნესინკუბატორში” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს პირველი გასვლითი სხდომაც ჩატარდა. საბჭოზე ინდოელ ინვესტორებთან ერთად, 12 საინტერესო ბიზნესწინანდადება განიხილეს. აღნიშნული პროექტები იმერეთის რეგიონში ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით, დევნილ მოსახლეობაში.
ქართულ–ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია “სინერჯი ცხრა” გაიხსნა
25/05/2018