ქართული ყველის რეგიონალური ფესტივალი–2016 გაიმართა

25/07/2016

24 ივლისს, ქალაქ მცხეთში, ,,ქართული ყველის რეგიონალური ფესტივალი–2016“ გაიმართა. რეგიონის მეყველეებმა სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ყველი შესთავაზეს. სტუმრის სტატუსით, ფესტივალს სხვადასხვა რეგიონის წარმატებული ყველის ოსტატებიც ეწვივნენ. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრების წინაშე წარსდგნენ რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები.დღის ბოლოს გამოვლინდნენ მხარის საუკეთესო მეყველეები სხვადასხვა ნომინაციებში:
ნომინაცია “ადგილწარმოშობის ყველი”:
პირველი ადგილი – რუსლან გუჯარაიძე, ყაზბეგი;
მეორე ადგილი – ლელა ნათობიშვილი, დუშეთი;
მესამე ადგილი – ნათელა ბიჩელაშვილი, თიანეთი.
ნომინაცია “დამბალხაჭო”
პირველი ადგილი – მაია წელაური, დუშეთი;
მეორე ადგილი – ბაკურ ფილაური, თიანეთი;
მესამე – თეა ხიბლაშვილი, დუშეთი.
ნომინაცია “სულგუნი”
პირველი ადგილი – ავთანდილ პავლიაშვილი, თიანეთი.
ნომინაცია “რეგიონის ევროპული ყველი”
ივანე გიგაური, ყაზბეგი.
ნომინაცია “ფშავური ყველი
მერაბ თადიაური
ნომინაცია “ფესტივალის აღმოჩენა”
თხის ყველი “სიონი” – გიორგი ლიპარტელიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0