”ქართული ოცნების” სამუშაო პრინციპად იქცა პიროვნული დაპირისპირება და ინსტიტუტების შესუსტება

12/07/2016

2014 წლის იანვრიდან კოალიცია ”ქართული ოცნების” სამუშაო პრინციპად იქცა არა რეფორმების ირგვლივ გაერთიანება, არამედ პიროვნული დაპირისპირება და ინსტიტუტების შესუსტება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ”რესპუბლიკური პარტიის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

” ზოგადად კოალიცია გულისხმობს ხედვების და იდეების ირგვლივ გაერთიანებას, თუმცა 2014 წლის იანვრიდან ასეთი ღირებულებებითი გაერთიანების მაგივრად კოალიცია ”ქართული ოცნების” სამუშაო პრინციპად იქცა არა რეფორმების ირგვლივ გაერთიანება, არამედ პიროვნული დაპირისპირება და ინსტიტუტების შესუსტება. სწორედ ასეთმა დღის წესრიგმა საბოლოოდ გამოიწვია კოალიციის დაშლა, ასეთია პრეზიდენტის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0