,,ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული

05/03/2016

“დარწმუნებული ვარ, კოალიცია “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული” – ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა 2030-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი ალასანია ამბობს, რომ არსებობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რის გარშემოც პოლიტიკური ძალები, მიუხედავად აზრთასხვადასხვაობისა თანამოაზრეები უნდა გახდნენ.

,,ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების კონსოლიდაცია შეუძლია, “თავისუფალი დემოკრატებია”. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოლიტიკური ძალების ოპონენტები ვართ, მინდა, უკეთესი საქართველოსთვის თანამოაზრეები გავხდეთ. ამიტომ, ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ამის შესახებ პრემიერ კვირიკაშვილსაც ვუთხარი.” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0