შიშს დიდი თვალები აქვს, “ქართული ოცნების“ შიში სრულიად მკაფიოა – შოკში არიან, რომ პარლამენტმა შეიძლება სამართლიანი საარჩევნო სისტემა მიიღოს, – ამის შესახებ დღეს ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
ბერძენიშვილი კატეგორიულად არ იზიარებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციას ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ.
მისი თქმით, “მათ ახლა გაახსენდათ კონსტიტუცია, რომლის თაობაზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ერთი ბწკარიც არ დაუწერიათ“.
“ღიმილის მომგვრელია “ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ თურმე ვახტანგ ხმალაძემ კონსტიტუცია არ იცის და ირაკლი კობახიძეს სცოდნია კონსტიტუცია – ცოტა სიტყვა გაექცა და ყველას კორექტულობისკენ მოვუწოდებ – უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნების“ დეპუტატებს თუ არა დეპუტატებს ვგულისხმობ. გასაგებია, რომ მათ პროპორციულობის შემოტანა ძალიან აშინებეთ და “გემანული მოდელი“ სწორედ იმას ამბობს, რომ რომელ პარტიასაც რამდენი პროცენტის ნდობა აქვს, პარლამენტში ზუსტად იმის შესაბამისი მანდატი ექნება. დღევანდელი ვითარებით, თუკი პროპორციულ სისტემაში 30%-ის იმედად არიან, მაჟორიტარულ სისტემაში – 80%-ის იმედად და ასე აპირებენ ერთპარტიული უმრავლესობის შექმნას… საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელი” ომის შემდგომ გერმანიაში უზადოდ მუშაობს და ჩვენ კონსტიტუციაში რომ ეტევა, ისეთი მოდელი შევარჩიეთ“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ფრაქცია “რესპუბლიკებლების“ თავმჯდომარის თქმით, ალბათობა იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად 76 ხმა მოგროვდეს, არსებობს.