“ქართული ოცნება”, ვფიქრობ, 100 დეპუტატზე ნაკლებს არ გაიყვანს პარლამენტში

15/09/2016

დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში 100 დეპუტატზე ნაკლებს არ გაიყვანს. ამის შესახებ საგანელიძემ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგი შედეგი 10 დეპუტატია.

“სულ ვამბობ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე ალბათ, დავამთავრე ინტერვიუების მიცემა, რადგან ამ საკითხზე მეკითხებით, ერთს გეტყვით, რომ “ქართული ოცნება”, ვფიქრობ, 100 დეპუტატზე ნაკლებს არ გაიყვანს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ 100 მანდატი არის ის შუალედი ციფრი, რომელიც ექნება “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა საგანელიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ”ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

”კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0