„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

20/03/2021

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ვაქცინაციის პროცესზე, პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, პოსტპანდემიური აღდგენის გზებზე, მათ შორის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სხვადასხვა სოციალურ პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0