„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

23/09/2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარ ჩუგოშვილი და პარტიის წევრი სოფო ქაცარავა ესწრებოდნენ. „ქართული ოცნების“ წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
„ განსაკუთრებით გავაცანით ის, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია იყოს მაქსიმალურად მშვიდი და სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი არის საარჩევნო გარემო, რამდენად კონკურენტული, თავისუფალია. ასევე, როგორი არის მედია გარემო ამ კონკრეტულ საპარლამენტო არჩევნებში.
ასევე, ის ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ ვთხოვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილებას ამ კამპანიის შვიდობიანად ჩატარებაზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0