2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენითა და ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 ქართველი სტუდენტი ისწავლის. შესაბამისი სტიპენდიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოიყო.
ქართველი სტუდენტები ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან
27/08/2016