ქარელში 7 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

Tuesday May 16th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის, ქალაქ ქარელში გამავალი 7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84 – კმ90) პერიოდული შეკეთების სამუშაოებს. პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: ასფალტის საფარის, ზღუდარების, ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების განახლებას; კიუვეტების მოწყობას; ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოასფალტება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ. ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0