ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი სამელიორაციო პროექტების განხორციელება იგეგმება

27/09/2016

საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონის დირექტორი, მალხაზ ახალბედაშვილი ადგილობრივი სერვის ცენტრის უფროსთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის მაცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ამირან შავშიშვილი და ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ დაბრუნდაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო. მალხაზ ახალბედაშვილის თქმით, მომავალი სარწყავი პერიოდისთვის იგეგმება დამატებითი სატუმბის შეძენა–დამონტაჟება, რაც თავის მხრივ წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს. გარდა ამისა, ადგილობრივებს გააცნეს ინფორმაცია ახალი პროგრამის, სარწყავი წვეთოვანი სისტემით უზრუნველყოფის შესახებ. ადგილობრივები განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობის გაზრდას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0