საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქარელში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 მლნ 500 ათასი ლარია.
ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ათსაათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი მოსახლეობა წყალმომარაგების 24 სთ-იანი სერვისით ისარგებლებს.
ამჟამად მთლიანად დასრულებულია წყალსადენი მაგისტრალური ქსელის, განშტოებებისა და აბონენტთა დაერთების სამუშაოები. სულ მოეწყო პოლიეთილენის 18 მეტრიანი მილსადენი და განშტოებები, ჯამში, 4890 მეტრი .
დარჩენილია რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოები და, გაერთიანებული წყლის კომპანიის მოთხოვნით, საქლორატოროს და სატუმბი სადგურის რეკონსტრუქციის ნაცვლად, 1600 მეტრი დ-315 მმ პოლიეთილენის სადაწნეო მილსადენის მოწყობის დამატებითი სამუშაოები.
სამუშაოები დაიწყო 2015 წლის მაისში, ხოლო დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის შემოდგომაზე . სამუშაობზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
ქარელის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
24/08/2016