ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

27/08/2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ურბნისის, რუისისა და ბებნისის მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და შოთა ხაბარელი შეხვდნენ.
ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც მოსახლეობას ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააცნეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა მომავალი წლების დაგეგმვის პროცესი ადგილობრივების ჩართულობით და მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით წარიმართოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0