“ქალაქ ტყიბულისა და ტყიბულის რაიონის განვითრების ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

29/06/2016

ცოტა ხნის წინ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და “ქალაქ ტყიბულისა და ტყიბულის რაიონის განვითრების ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ და ფონდის ხელმძღვანელმა ლუიზა ლაფერაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფუნდამენტურ რეაბილიტაციას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპის, მუზეუმის ფონდების აღწერა შეჯერების და სამუზეუმო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოებისათვის ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს “ქალაქ ტყიბულისა და ტყიბულის რაიონის განვითრების ფონდის“ მიერ კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.

მუზეუმის აღდგენა უმნიშვნელოვანესია ტყიბულისათვის, მისი კულტურული, ტურისტული და ეკონომიკური განვითრებისთვის. მისი აღდგენა და სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება, ასევე განაპირობებს ტყიბულის პოპულარიზაციას და საქართველოს კულტურულ და ტურისტულ რუკაზე დამკვიდრებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0