ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. რის შედეგადაც ქალაქის იერ-სახე შეიცვლება, საგზაო მოძრაობა კი ბევრად უსაფრთხო და თავისუფალი გახდება.
აღნიშნული პროექტის შემადგენელი ნაწილია აპოლონ წულაძის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები, რომელიც დღეს ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მოინახულა.
აღნიშნული ქუჩა 9 აპრილის სახელობის პარკში გაყვანილ გზას შეუერთდება, რითაც ქალაქში საგზაო მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება.
აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია, რომელსაც შპს ‘’გზამშენი 18’’ ქალაქ ოზურგეთში ახორციელებს. ამავე პროექტის ნაწილია სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები, რომელიც პარკის მიმდებარედ ხორციელდება.
ქალაქ ოზურგეთში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება
03/08/2016