“ქალაქ მარნეულის და ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემის გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ქალაქ ბოლნისში დაგეგმილი საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის ნებართვის მისაღებად, შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და სამშენებლო ვადად 2 წელი მოითხოვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, კანონით დადგენილ ვადებში გასცემს მშენებლობის ნებართვას, რის შემდეგაც კომპანიას სამშაოების დაწყების საშუალება ექნება.
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ქალაქ ბოლნისის წყალარინების შიდა ქსელის, სატუმბო სადგურისა და მაგისტრალური გამყვანი კოლექტორის მშენებლობა.
სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია “Akelik Group“ შეასრულებს.ბოლნისის წყალარინების ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა არაეფექტიანია და არ ასახავს მოთხოვნილებებს მზარდი მოსახლეობის პირობებში. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით სრულად ისარგებლებს ქალაქი ბოლნისი, დასავლეთ ნაწილში კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება.
ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში კანალიზაციის ქსელის მშენებლობა მალე დაიწყება
20/02/2019