ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19/07/2022

ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტრანტინეს ქუჩიდან გვარამაძის ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე არხის გაწმენდა მიმდინარეობს. კოლექტორის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა აღმოიფხვრება. მიმდინარე სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 677 700 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0