სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ახალციხის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ყაზბეგის, ათონელის, ხმალაძის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, ივანე ახალციხელის, გორისა და ერევნის ქუჩებზე წლების განმავლობაში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მხარის გუბერნატორი გორის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას, აქ არსებულ სხვა პრობლემებსაც გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
ჯამში, ქალაქის მასშტაბით 5,5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რასაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 848 258 ლარი მოხმარდება.
ქალაქ ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13/05/2016