დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“-ს ხანდაზმულთა სახლში მცხოვრები მოხუცები მოინახულეს და 8 მარტი ყვავილების თაიგულებითა და ტკბილეულით მიულოცეს.
“მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან’’ არსებულმა ანსამბლმა ,,აბჯარი“ მოხუცებს მცირე კონცერტი წარმოუდგინა .
” მოხარული ვარ ამ ადამიანებთან სტუმრობით. ყველაზე მეტი ყურადღება და სითბო სწორედ ამ ქალბატონებს სჭირდებათ და ჩვენ ვცდილობთ ეს ყურადღება არ მოვაკლოთ. თითოეულ მათგანს ვულოცავ 8 მარტს და დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ”- აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ხანდაზმულთა სახლი 2011 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად აქ 17 მზრუნველობამოკლებული ხანდაზმული ცხოვრობ
ქალაქის მერმა ხანდაზმულთა სახლის ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
08/03/2016