“ფუძეობა” 2018 ბაკურიანში აღინიშნა

23/07/2018

რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობის” დღესასწაულის წელს დაბა ბაკურიანში აღინიშნა. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში მოეწყო როგორც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები. დღესასწაულის საინტერესო ნაწილს მარკეტი “აწარმოე საქართველოში” წარმოადგენდა. ახალგაზრდა მეწარმეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს, მოეწყო ასევე ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები. ფესტივალის მონაწილეებს ადგილობრივი კულინარიის დაგემოვნების საშუალებაც მიეცა.
გამოფენები დაათვალიერეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, „ფუძეობაზე“ სტუმრად იმყოფებოდნენ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის პირველი პირები.
„ფუძეობის“ დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი იყო ასევე ფოლკლორის მოყვარულთა კონცერტი, საბავშვო გასართობი კუთხეები, კოსტუმირებული შოუები და დასკვნითი კონცერტი ნიაზ დიასამიძისა და 33ა შესრულებით.
„ფუძეობა“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს, საქართველოს ბანკის გენერალური მხარადჭერით და მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება. „ფუძეობა“ კომპანიაGeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. ფუძეობა 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში გაიმართება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0