ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტზე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

23/12/2016

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათ ბრალი ედებათ თვალთმაქცური გარიგების გზით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დიდი ოდენობით ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდება.
კერძოდ, გამოძიებით დადგენლია, რომ საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიერ ხორციელდება აფთიაქის დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0