ფრიდონ ფუტკარაძემ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

24/01/2019

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების, ორგანიზაციების თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფრიდონ ფუტკარაძემ 2018 წლის გაწეულ საქმიანობის ანგარიშში აქცენტი გააკეთა მოსახლეობისთვის მიცემული პირობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრულ ღონისძიებებზე, რომელიც 2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მანვე, 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი პროექტებიც დააანონსა.
ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზეც და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო სხდომის მონაწილეებს.
შუახევის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის წელსაც კვლავ პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი,ახალგაზრდული ღონისძიებები, ტურიზმის განვითარება.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, მერის 1 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0