ფრიდონ თოდუას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და თანამედროვე მედიცინისთვის

09/10/2017

საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო.
ბატონი ფრიდონი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იდგა ქვეყნისა და ადამიანების სამსახურში. ფრიდონ თოდუას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და თანამედროვე მედიცინისთვის.
ვუთანაგრძნობ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0