ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს

24/10/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ფრაქცია ტრადიციისამებრ იწყებს მუნიციპალური გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების მიერ 9 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშების მოსმენას.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, თბილისის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შეხვედრები მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, სადაც საკრებულოს წევრებს საკუთარი ხედვებისა და წინადადებების წარმოდგენის საშუალება კვლავაც მიეცემათ.
თბილსის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 ნოემბერამდე წარადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0