თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები” ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები, ასევე დღის ცენტრების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები” თავმჯდომარემ ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გამოფენაზე გლდანის რაიონში მდებარე დღის ცენტრების ,,აისი“, ,,ია“ და მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები იყო გამოფენილი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომელიც პროფესიული გადამზადების ცენტრში მოეწყო, საკრებულოს დეპუტატებიც ჩაერთნენ.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები” ინიციატივით, შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
26/04/2016