დავით ბერძენიშვილი ფრაქციისთვის სახელწოდების ცვლილებას პროცედურულ საკითხს უკავშირებს. როგორც მან აღნიშნა, პარტიის 27 მარტის განცხადებაში შავით თეთრზე წერია, რომ პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ამ სახელწოდებით გააგრძელებენ ფუნქციონირებას ოპონირების რეჟიმში.
„ჩვენი განცხადების შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ დღეს პროცედურები, ვაცნობეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ ფრაქციის სახელწოდება ამიერიდან იქნება „რესპუბლიკელები“. ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, სახელწოდების ცვლილება არ ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა ან კოალიცია უკვე დატოვეს.ფრაქციის ამჟამინდელი სახელწოდების ”ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” შემადგენლობაში ”ქართული ოცნება” აღარ იქნება. შესაბამისად, ფრაქციას მხოლოდ ”რესპუბლიკელები” დაერქმევა.