სახელწოდებას საპარლამენტო ფრაქცია ”რესპუბლიკელებიც” იცვლიან. prof-news-ის ინფორმაციით, ფრაქციის ამჟამინდელი სახელწოდების ”ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” შემადგენლობაში ”ქართული ოცნება” აღარ იქნება. შესაბამისად, ფრაქციას მხოლოდ ”რესპუბლიკელები” დაერქმევა.
ფრაქციის წარმომადგენლებმა – დავით ბერძენიშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ prof-news-ს დაუდასტურეს, რომ დაგეგმილია ფრაქციის სახელში აღნიშნული ცვლილების განხორციელება.
ამასთან, ხმალაძემ აღნიშნა, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს უმრავლესობიდან გასვლას და ფრაქცია უმრავლესობის შემადგენლობაში განაგრძობს საქმიანობას.
ფრაქციის სახელის შეცვლის თაობაზე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეცნობება.
ანალოგიური ტიპის ცვლილება ეროვნული ფორუმის ფრაქციაშიც ხორციელდება, რომელმაც უმრავლესობა დატოვა. მისი სახელწოდება ”ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” ნაცვლად ”ეროვნული ფორუმი” იქნება.