ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია

22/03/2023

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი ბრენდების, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი. ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა, სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის- ცენტში შეუძლიათ, სადაც სააგენტოს კონსულტანტები მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელოს- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ მენთეშაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უფროსი გია ნადარაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0