ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 5 კმ-იან (კმ48 — კმ53) მონაკვეთზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა

19/07/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 5 კმ-იან (კმ48 — კმ53) მონაკვეთზე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში გადის, პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ადგილობრივ გზებთან. მიერთებები, ბორდიურები, ტროტუარები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.8 მლნ. ლარი შეადგინა. აღნიშნული სამუშაოები კომპანია «New Road»-მა შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0