დაბა კაზრეთის მიმართულებით რამდენიმე თვეა ცენტრალურ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო გრუპი“ ახორციელებს. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის მიმართულებით 8 კილომეტრიანი გზის მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაზიანებულ ასფალტს 28 სმ ბეტონის საფარი ჩაანაცვლებს, პარალელურად ეწყობა წყალგამტარი მილები, ღარები და კოლექტორები. მძიმე ტექნიკა და მუშახელი აქტიურად მუშაობს, წესრიგდება სავალი ნაწილები. როგორც პროექტის მართვისა და განხორციელების ხელმძღვანელი გიორგი მარტოიშვილი აღნიშნავს, გზის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, სამუშაოები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის მიმართულებით ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
31/03/2019