ფოთში საინფორმაციო ტურისტული ცენტრი გაიხსნა

31/05/2016

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ფოთის მერიის ორგანიზებით, ფოთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. შენობა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარეობს. საინფორმაციო ცენტრი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ გახსნეს. საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-18, ხოლო სამეგრელოში მე-4 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ სამეგრელოში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, ასევე ბროშურები და რუკები მიიღონ, რაც მოგზაურებს კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებათ.
საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში, მშენებარე ბულვარი დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0