ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო

13/05/2016

ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში , ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად შარშან, 2015 წელს მოხდა მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.
ქალაქის მასშტაბით , ღია სივრცეები და წყალსატევები იწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით მუშავდება.დეზინფექციისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი „სოლფაკი“ გამოიყენება.პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36” აგრეგატით. პრეპარატით კოღოს კვერცხების ლიკვიდაცია ხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0