ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები სრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნა, ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების, სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის, სამხრეთ ტრიბუნაზე კი, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ-ტაბლო. დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობა. სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ფოთში ახალი სტადიონის მშენებლობა სრულდება
07/10/2020