ფოთში აქცია-პერფომანსი „მე გადმოვცურავ ზღვას“ გაიმართა

23/05/2016

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარერპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს, უკვე მესამედ, აღინიშნება აფხაზეთის დღე.
ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე,საინიციატივო ჯგუფი „ერთად“ ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აქცია-პერფომანსი „მე გადმოვცურავ ზღვას“ გაიმართა.
აქციის ფარგლებში მოეწყო ერთგვარი ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც ასახული იყო აფხაზეთიდან წამოსული ადამიანების ემოციები, მოგონებები .
იქვე განთავსებულ ეკრანზე მოხდა აფხაზეთის პეიზაჟების, ყველასათვის ნაცნობი ადგილების (ომამდელი და ომის შემდგომი) ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენება.
აქციის დასასრულს, ზღვის სანაპიროდან, სიმბოლურად მოხდა ფრანების გაშვება .
აქცია-პერფომანს ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, ადგილობრივი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0