ფოთის მუნიციპალიტეტს სპეც.ტექნიკა გადმოეცა

13/10/2016

ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ლევან შონიას შუამდგომლობით შპს “ინფრასტრუქტურა 2008” -ს სპეც.ტექნიკა გადმოეცა. იმის გამო, რომ ქალაქში არ არსებობდა შესაბამისი ტექნიკა, ჭარბი ნალექის დროს, მუდმივ პრობლემად რჩებოდა სტიქიური შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულად გატარება. სპეცტექნიკის გამოყენებით აღნიშნული პრობლემა ეფექტურად და დროულად იქნება აღმოფხვრლი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0