ფინანსთა მინისტრმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

21/01/2016

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ეფუძნება ე.წ. ესტონურ მოდელს.
დღეს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს შესაბამისი რეფორმის პრინციპები.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობას. მისი თქმით, დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა და მთავრობას კანონპროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შემდეგაც იგი განსახილველად პარლამენტში გაიგზავნება. ასევე უკვე დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0