ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

Monday August 16th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა. იგი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
2020 წლის თებერვლიდან – სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0