ფესტივალი „მზე მოე“ ჩატარდა

27/06/2016

თუშეთის ეროვნულ პარკში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში – ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, თუშური სამზარეულოს დეგუსტაცია, დოღი, ჯგუფი „მადლის“, ლელა თათარაიძისა და „კესანეს“ კონცერტი გაიმართა. ფესტივალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0