საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ფერმწერმა ლევან მოსიაშვილმა სპეციალურად მოწყობილი საკუთარი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, გრემის „თემის“ ბენეფიციარებისთვის პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები შეუძინა, გრემის „თემს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ილია მზექალაშვილთან ერთად ეწვია და საჩუქრები მიუტანა. ბენეფიციარებს ტკბილეული მოიტანა ყვარლის გამგებელმაც, რის შემდეგაც სტუმრებმა „თემის“ მეურნეობა მოინახულეს და მათ ყოფა-ცხოვრებას გაეცნენ. თელავის თეატრის მსახიობებმა კი, თავშესაფარში მცხოვრებთათვის მცირე წარმოდგენა გამართეს.
ფერმწერი ლევან მოსიაშვილი გრემის “თემის” ბენეფიციარებს ეწვია
21/06/2017