ფერმერმა ზვიად გაგაძემ შირაქის ველზე წყლის საძიებო სამუშაოები საკუთარი სახსრებით ჩაატარა და დაბურღა . წარმატებული ექსპერიმენტის ადგილზე გასაცნობად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელები შირაქს მედიის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ და ფერმერს დახმარებას დაპირდნენ.
ფერმერის საკუთრებაში, დაახლოებით, 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთია. სამომავლოდ ის წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რომლითაც 50 ჰექტრის მორწყვას შეძლებს. მანამდე კი პრობლემა ელექტროენერგიის არქონაა.წყალსაქაჩს ის გენერატორით ამუშავებს, რაც ძალიან ძვირი უჯდება. „კარგი იქნება, თუ ელექტროენერგიის აქამდე მოყვანას შევძლებთ, ამით არა მხოლოდ ჩემი, ერთი ადამიანის, პრობლემა გადაწყდება, არამედ ბევრის. რადგან წყლის რესურსის არსებობა მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრ რამეს შეცვლის -უამრავი ადამიანი დაინტერესდება ახალი, მეტად მომგებიანი კულტურების გაშენებით. ამით კი სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი, მეტად მიმზიდველი გახდება მოსახლეობისთვის და მიწასაც და სოფელსაც ბევრი დაუბრუნდება“-აცხადებს გაგაძე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფერმერს დახმარებას დაპირდნენ.
ფერმერმა ზვიად გაგაძემ შირაქის ველზე წყლის საძიებო სამუშაოები საკუთარი სახსრებით ჩაატარა და დაბურღა
14/09/2017