ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურა ძალიან სუსტია

07/06/2016

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურა ძალიან სუსტია, მაგრამ ვერ მივანიშნებთ, რომ რამეს არ აკეთებს, – ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა კადრების განადგურება არ იყო, ვინაიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ძალიან პატარა ჩიპზე გადაიტანოს ყველაფერი.

”ნაციონალური მოძრაობის” დროს გაკეთდა ეს ჩანაწერები, თუმცა საუბედუროდ, ნაწილის გავრცელება მოხდა ჩვენს დროს. მე ვიცი, რომ ამერიკის სპეცსამსახურებსაც სთხოვეს დახმარება, რომ როგორმე ეს გამოიკვლიონ. ძალიან რთულია გამოკვლევა და ამით სარგებლობენ. მე არ მინდა მაინც და მაინც ”ნაციონალური მოძრაობას” მივაწერო, მაგრამ მათ შექმნეს ეს კადრები. მათი მოგონილია და უნდათ ახალი გუნდი დააზიანონ. მე ვფიქრობ, რომ იქით მინიშნება არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, სანამ არ აღმოაჩენენ. პროკურატურაა აქ ძალიან სუსტი და პროკურატურას ვერ მივანიშნებთ, რომ არ აკეთებს რამეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება თითოეულ ლიდერს ასლები ჰქონდეს ჯიბეში.

”შეიძლება გარეთ არის გასული უამრავი. განადგურება ვერ იქნება გამოსავალი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0