ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სოფლების ტერიტორია თერმული ნისლით მუშავდება

02/07/2020

დასავლეთ საქართველოში, ფაროსანასთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს- სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, სოფლების ტერიტორია თერმული ნისლით მუშავდება. ღონისძიებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში-იანეთსა და ბაშში განხორცელდა. უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეწამვლითი სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდა. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განცხდებით, თერმული ნისლის პარალელურად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები ცივი შესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით სამუშაოებს აქტიურად ატარებენ. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 35 000 ჰა და პროცესი, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით სიმინდის საყანე ფართობებში ინტენსიურად გაგრძელდება.
შეწამვლითი სამუშაოები, მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით და მათთან კოორდინირებულად იგეგმება და მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0