ფარავნის უღელტეხილზე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია

Tuesday February 18th, 2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში თავისუფალია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0