რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ყინვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე. გზის დანარჩენ მონაკევეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფარავნის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა
15/12/2017