ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

02/05/2024

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული სივრცის განახლება მალე დასრულდება.

„აქ მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები და განათების სისტემა; დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, ასევე გვინდა, რომ ძაღლებისთვის დამოუკიდებელი სივრცე მოვაწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, ასევე, განათებისა და სარწყავი ქსელები; დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0