უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან

21/12/2020

ნოქალაქევის და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დამთვალიერებლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალ მომსახურებას შესთავაზებს. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან. ახალი სერვისი მუზეუმ-ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0